დავით თარგამაძემ "ლევსკის" პენალტი ვერ გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ ბელეკში ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება უკრაინული "ოლექსანდრია", სადაც "შახტარიდან" იჯარით დავით თარგამაძე თამაშობს.

26 იანვარს გამართულ საკონტროლო მატჩში "ოლექსანდრიამ" ანგარიშით 2:3 წააგო ბულგარულ "ლევსკისთან". ქართველი ფეხბურთელი 74-ე წუთზე შეცვალეს.

პირველი ტაიმის მიწურულს თარგამაძემ პენალტი ვერ გაიტანა, ერთხელ კი მან ბურთი ძელს გაარტყა.

"ოლექსანდრია" 22 ქულით მე-7 ადგილზეა უკრაინის პრემიერლიგაში, ჩემპიონატი კი მარტის დასაწყისში განახლდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული