"ვიტესის" ფანებმა მატჩის დროს გურამ კაშიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 იანვარს, ერედივიზიეს მე-20 ტურში გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის არნემის "ვიტესმა" საკუთარ მოედანზე "ზვოლე" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.

ვაკო ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, გურამ კაშია კი ისევ სათადარიგოთა სკამზე...

"ვიტესის" გულშემატკივრებმა ქართველი მცველის მხარდასაჭერი აქცია შეხვედრის 37-ე წუთზე (კაშია "ვიტესში" 37-ნომრიანი მაისურით თამაშობს) გამართეს - ისინი 1 წუთის განმავლობაში გურამ კაშიას სკანდირებდნენ, სექტორზე კი ბანერი გამოფინეს - "მოვითხოვთ კაშიას".

ჩატარებული 20 შეხვედრის მერე "ვიტესი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე
პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დააშავა ამ კაცმა.
კახა
14:14 28-01-2016
0
ტრამვა მიიღო მოიშუშა და იმის მერე აღარ ატამაშებს მწვრტნელი.
GFF STOP
15:51 28-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული