ყაზაიშვილი: მე და კაშია "მაკდონალდსში" ბოლოს როდის ვიყავით, ნამდვილად არ მახსოვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების და არნემის "ვიტესის" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ELF Voetbal-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ჰოლანდიაში პირველად ჩასვლისა და ადაპტაციის პერიოდი გაიხსენა.

"2011 წელს, როცა "ვიტესში" მოვედი, ინგლისური არ ვიცოდი. ამიტომ ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიჭირდა - "ჩაკეტილი" ვიყავი. დროს გუნდში ჩემს თანამემამულეებთან - გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიასთან ერთად ვატარებდი.

მათი მეშვეობით შედარებით "გახსნილი" გავხდი, მაგრამ ინტერვიუს მიცემა ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა, მით უმეტეს, კამერის წინ (იცინის).

გუნდის კაპიტან გურამ კაშიასგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი დამსახურებაა, რომ დღეს პროფესიონალები ვართ. მაგალითად,
დიეტის დაცვაც ვისწავლეთ. "მაკდონალდსში" ბოლოს როდის ვიყავით, ნამდვილად არ მახსოვს (იცინის)", - განაცხადა ქართველმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ იტერვიუთი გაუგებარია რისი თქმა გსურდათ
vaxvax
15:40 29-01-2016
0
ლორია(რევო) 2 მაღალი დონის მეკარე, ლობჟანიზე(გეგეჭკორი) ეს უკანასკნელი ზენიტს ყავს წაყვანილი ზბორზე, იმედია დაიტოვებს,კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნორმალურად გამოიყურება დაცვის ცენტრი. ნავალა, (გრიგალავა) არც ერთია სასურველ ფორმაში და არც მეორე, პრობლემურია მარცხენა კრაი! კანკავა, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ყენია, ანანიძე, კობახიძე, პაპუნაშვილი( უნდა მოუმატოს) ვაწა, მჭედლო, ქვილითაია დროა გასინჯონ ნაკრებში, ამ სემადგენლობით ნუ რათქმაუნდა სათამაშო პრაქტიკა უნდაჰქონდეს ყველას, შეიძლება ევროპის საშუალო დონის გუნდის გაკეთება, სწორი მიდგომით, მეტი შეთამაშებით და კარგი შეკრებით! ნორმალური მწვრთნელი იგივე დევდარიანი რომელიც საქმის მცოდნეა და პრინციპული, დაიდება შედეგი!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული