"2011 წელს, როცა "ვიტესში" მოვედი, ინგლისური არ ვიცოდი. ამიტომ ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მიჭირდა - "ჩაკეტილი" ვიყავი. დროს გუნდში ჩემს თანამემამულეებთან - გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიასთან ერთად ვატარებდი.
მათი მეშვეობით შედარებით "გახსნილი" გავხდი, მაგრამ ინტერვიუს მიცემა ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა, მით უმეტეს, კამერის წინ (იცინის).
გუნდის კაპიტან გურამ კაშიასგან ბევრი რამ ვისწავლე. მისი დამსახურებაა, რომ დღეს პროფესიონალები ვართ. მაგალითად,