ლეგიონი: ვაკო ყაზაიშვილის 90 წუთი, გურამ კაშია - ისევ სათადარიგო

AutoSharing Option
დღეს, 30 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზეს 21-ე ტურში, ვაკო ყაზაიშვილის და გურამ კაშიას არნემის "ვიტესი" საკუთარ მოედანზე ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ექსელსიორს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

ყაზაიშვილი არნემელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, კაშია კი მოედანზე ისევ არ გამოჩენილა.

შეგახსენებთ, რომ "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი რობ მაასი ბოლო დროს ქართველ მცველს თამაშის საშუალებას არ აძლევს, რის გამოც მე-20 ტურში, მატჩის მიმდინარეობისას გუნდის ფანებმა კაშიას მხარდასამჭერი აქციაც გამართეს.

ჩატარებული 21 შეხვედრის შემდეგ "ვიტესი" 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როცა კაპიტანი ესე უცბათ სათადარიგოა და მითუმეტეს არც კი შედის მოედანზე ამდენი მატჩია უკვე.. რაღაც ისე ვერაა საქმე და ეს საზოგადოებამდე არაა მიღწეული..ეს ინფორმაცია
vaso
23:44 31-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული