გოგა გახოკიძე: ხარაიშვილი და "ვიტესი" გამოვა, გურამ კაშია სეზონის ბოლომდე...

AutoSharing Option
იყო საკმაოდ დიდი შანსი, არნემის "ვიტესში" "საბურთალოს" 19 წლის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი ამ ზამთარსვე დასრულებულიყო, მაგრამ გარიგება არ შედგა. ოღონდ თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულში იქაური ქართული ლეგიონი კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსება.

ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენელ გოგა გახოკიძეს:

"მართალია, ამ ეტაპზე "ვიტესში" გიორგი ხარაიშვილის ტრანსფერი არ შედგა, მაგრამ ეს საკითხი რეალურად დგას დღის წესრიგში.

არნემული კლუბის ხელმძღვანელობამ, კერძოდ, გენერალურმა დირექტორმა, გამოთქვა სურვილი, რომ ხარაიშვილი საქ
მეში ნახოს. ეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლების შემდეგ მოხდება...

მე კი მინდოდა და ძალიან კარგიც იქნებოდა, ეს ტრანსფერი ახლავე შემდგარიყო, რადგან გიორგი ახალ ჩემპიონატსა და სტილს შეეგუებოდა, მაგრამ დაგვიანებული არც ზაფხულში იქნება", - გვითხრა გახოკიძემ.

იცით, რომ მარტში თბილისში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი გაიმართება 17-წლამდელთა ნაკრებთა შორის. ჩვენი გუნდის მეტოქეები რუსი, იტალიელი და ბოსნიელი თანატოლები იქნებიან. დავინტერესდით, ამ ტურნირისთვის ხომ არ აპირებს გახოკიძე "ვიტესის" სელექციონერების ჩამოყვანას?

"ვაპირებ და არა მხოლოდ "ვიტესის", არამედ "პსვ ეინდჰოვენის" სელექციონერების ჩამოყვანაც მინდა. საკითხი ძალიან სერიოზულად დგას და იმედია, დადებითად გადაწყდება".

დაბოლოს, გახოკიძეს "ვიტესის" მცველ გურამ კაშიაზეც ვკითხეთ, რომელმაც ბოლო დროს არნემული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

არადა, 28 წლის კაშიას თამაში არ ჩაუგდია, თან კლუბმა მასთან დიდი ზარ-ზეიმით გაახანგრძლივა კონტრაქტი და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სამსახურსაც შეჰპირდა. ამას გარდა, ჩვენებურს თანადგომა გამოუცხადეს "ვიტესის" ფანებმაც და თვით არნემის ვიცე-მერმაც კი.

"გადაწყვეტილია, რომ გურამი, სულ მცირე, ზაფხულამდე დარჩება "ვიტესში". ის თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ დაიბრუნოს ადგილი ძირითად შემადგენლობაში", - ამბობს გახოკიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გოგა კაი კაცია
kakhaber
19:55 03-02-2016
0
555 გოგა გახოკიდზეზე ცუდს ნუ იტყვით, მე პირადად ვიცნობ და ძალიან მაგარი ადამიანია და პული მისთვის არ არის მთავარი, ფეხბურთელი ვარ და ვთხოვე რომ რამე გუნდში გავეშვი მე მისთვის სრულიად უცხო ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მამები მეგობრობდნენ, გოგამ გუნდში მიმიყვანა სადაც ფორმაში ჩადგომას შევძლებდი შემდეგ კი ამხანაგურ თამაშზე დამაკვირდებოდა და გუნდშიც წამიყვანდა, და მოვიდა კიდეც ჩემს ტამაშს დაესწრო და ისე ცუდად ვითამაშე პრეტენზია მხოლოდ საკუთარ თავთან მქონდა და გოგა გახოკიძის კი დიდი მადლობელი ვარ ძალიან დიდი ყურადღება ვიგრძენი მაგ ადამიანისგან და ზოგადადაც ძალიან მაგარი ადამიანია, მარტვილის რაიონში სოფელ ბანძაში ეკლესია გახსნა და სულ სიკეთეს აკეთებს ეგ კაცი
kaxa
19:54 03-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული