"დედაჩემმა იტირა, როცა ნახა, თუ როგორ მიჭერდა მხარს ათასობით გულშემატკივარი"

AutoSharing Option
6 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 22-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც "არნემის "ვიტესი" "ალკმაარს"დაუპირისპირდა, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ვიტესი" "ალკმაართან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1. კაშია კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ქართველს თავის ჩვეულ პოზიციაზე, ცენტრალურ მცველად არ უთამაშია - ის მარჯვენა მცველი იყო.

კაშიამ გულშემატკივართა მხარდაჭერაზე ისაუბრა.

"ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან ემოციური იყო. დედაჩემმა ტირილი დაიწყო, როცა ნახა,
თუ როგორ მიჭერდა მხარს ათასობით გულშემატკივარი.

მიუხედავად ამისა, თავს უხერხულად ვგრძნობდი. გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის და ასევე, ჩემი კონკურენტებისთვის ეს ყველაფერი არ იყო მარტივი. მე ასევე არნოლდთან და მაიკელთან ("ვიტესის" მცველები, რომლებმაც კაშია ჩაანაცვლეს - რედ.) ვაპირებ საუბარს და კიდევ ერთხელ იმის თქმას, რომ თავს უხერხულად ვგრძნობდი.

ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ემოციებში მყოფს უცნაური რაღაცების კეთება შემიძლია. ჩემმა ცოლმა იცის ეს ყველაფერი, ამიტომ ამ პერიოდში გვერდში დამიდგა და მითხრა, რომ "ვიტესში" უნდა დავრჩენილიყავი.

ის ისევ მართალი აღმოჩნდა. მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ", - ციტირებს კაშიას ad.nl-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მისაბაძი პიროვნება ხარ,ეს არის მთავარი,და რა თქმა უნდა წარმატებული სპორცმენი,სულით და გულით გისურვებ წარმატებებს.
პაატა
18:13 08-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული