ქართულის მერე ფრანგული ღვინო რითი გამაკვირვებდა?
- bonjour mon ami, ფრანგული უკვე გესმით, ჯაბა?- bonjour. ჯერ ბევრი ვერაფერი ვისწავლე, ფრანგული ენა ძნელია. მის შესწავლას დრო უნდა, თუმცა ვცდილობ.
- მოასწარით მსოფლიოს ყველაზე რომანტიკულ ქალაქ პარიზში გასეირნება? საერთოდ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს საფრანგეთში?
- პარიზზე მხოლოდ
- ვიცი, რომ Pro Evolution Soccer-ის თამაში გიყვართ. საფრანგეთში ვის ეთამაშებით ხოლმე?
- არავისთან, სანდრო (კობახიძე - რედ.) აქ არ არის, მეტოქეც არ მყავს.
- "რეიმსში" ყველამ იცის ფრანგული. ენობრივი ბარიერი არ გაფერხებთ?
- შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობ, საფეხბურთო მოედანზე კი - არა. მოედანზე უნდა ითამაშო, ლაპარაკი ნაკლებადაა საჭირო. თუმცა, როცა ფრანგულს შევისწავლი, მოედანზე კიდევ უფრო გამიიოლდება.
- საფრანგეთს უკვე შეეგუეთ?
- პრაქტიკულად, კი.
- რითი გაგაკვირვათ საფრანგეთის ჩემპიონატმა?
- "პარი სენ-ჟერმენი" ცალკე ისტორიაა. თუმცა სუსტი მეტოქეები აქ არ არსებობენ. იოლად არავინ არაფერს დაგითმობს, ყოველი მატჩი ძალზე მნიშვნელოვანია. ლიგა 1-ის თითოეული გუნდის დონე სტაბილურად მაღალია, მატჩებზე ბლომად მაყურებელი დადის. მოკლედ, ყველგან საფეხბურთო ატმოსფეროა.
- რეიმსი შამპანური ღვინოების სამშობლოა, გასინჯეთ უკვე?
- დიახ, აქ შამპანური ღვინოების ფართო არჩევანია. გრძნობ, რომ ნაღდ, ხარისხიან შამპანურს სვამ. მაგრამ ღვინოს აქ ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. საქართველოს შემდეგ საფრანგეთი დიდად ვერ გამაკვირვებდა.
- უკრაინაში ბევრი ქართული რესტორანია. საფრანგეთში გაქვს საშუალება, ხინკალი მიირთვა?
- რეიმსში არ გამიგონია, პარიზში ქართული რესტორნები არის, მაგრამ მე ჯერ არ ვყოფილვარ.
- სულ ახლახან საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაგასახელეს. როგორი ემოციები დაგეუფლათ?
- ეს ცხოვრებაში პირველად მოხდა და ძალიან სასიამოვნო იყო. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამის გამო. მადლობა ყველას, ვინც კი დამეხმარა ასეთი მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებაში.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩს უკვე შეხვდით. რას ფიქრობთ, შეიძლება მისი შეჩერება?
- იბრაჰიმოვიჩი ფიზიკურად მძლავრი, პლასტიკური და მაღალი დონის ფორვარდია. როგორ გავაჩეროთ ის, ვერ გეტყვით. სჯობს, მასკერანოს ჰკითხოთ (იცინის).
"დნიპროსთან" განშორება
- გაიხსენეთ 14 მაისი, კიევი. "ოლიმპიურზე" ევროპალიგის ნახევარფინალის საფინალო სასტვენი გაისმა "ნაპოლისთან" თამაშში...- ძალიან ბედნიერი და დაღლილი ვიყავი.
- თქვენი გოლი ნოიერის კარში, უბრალოდ, ფანტასტიკური იყო. რა გრძნობა იყო გერმანიის ნაკრების კარის დალაშქვრა?
- ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. რამდენიმე წამით სამოთხეში ხარ. ცოტა ხანში დედამიწაზე ეშვები.
- ალბათ, ახლა პოპულარულობით კალაძეს არ ჩამორჩებით. მოგწონთ პოპულარულობა?
- ვერ შევედრები კალაძეს, ის სულ სხვა დონეზე თამაშობდა, გაცილებით მაღალზე, ვიდრე მე. თუმცა, რომ გცნობენ, სასიამოვნოა.
- ვიცით, რომ პრესასთან ურთიერთობა არ გიყვართ. თავად თუ კითხულობთ კოლეგების ინტერვიუებს?
- დიახ, არ მიყვარს დიდად პრესასთან ურთიერთობა, ეს მართალია. მხოლოდ, როცა ძალიან საჭიროა ინტერვიუ, მაშინ ვთანხმდები. თავად, რა თქმა უნდა, ვეცნობი საფეხბურთო სიახლეებს.
- "დნიპროდან" წასვლის წინ კლუბის ხელმძღვანელობას თუ ელაპარაკეთ?
- მარკევიჩსაც ველაპარაკე და სტეცენკოსაც. ერთმანეთს კარგად დავშორდით. მაგრამ არის ნიუანსები, რომლებზეც ლაპარაკი პრესასთან არ მსურს.
- "დნიპროს" ფეხბურთელებს როგორ დაშორდით?
- საფრანგეთში გაფრენის წინა დღეს ერთად შევიკრიბეთ, კარგი დრო გავატარეთ. ცოტა დავლიეთ კიდეც. ბიჭებს მადლობა იმ წლებისთვის, რაც ერთად გავატარეთ "დნიპროში".
- ახლაც გაქვთ მათთან ურთიერთობა?
- ხანდახან ვურეკავთ ერთმანეთს. ხშირად არა.
- ალბათ, გიფიქრიათ, რომ დროულად წახვედით "დნიპროდან"...
- "დნიპროს" თამაშებს თვალყურს ვადევნებ. დიახ, ვფიქრობ, რომ გუნდიდან დროულად წავედი.
მწვრთნელი, ალბათ, არ გავხდები
- უკრაინაში გატარებულ დროზე გული ხომ არ გწყდებათ?- არა, ალბათ, ღმერთს ასე სურდა. მადლობელი ვარ უკრაინის, სადაც საუკეთესო საფეხბურთო წლები გავატარე.
- "რეიმსთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ უკვე 33 წლის იქნებით. რას აპირებთ მერე?
- არ ვიცი, რა იქნება სამი წლის მერე. კარიერას კი მაშინვე დავასრულებ, როგორც კი თავს შევატყობ, რომ მაღალ დონეზე თამაში არ შემეძლება.
- ალბათ, იცით, რომ ახლა ბევრი ფეხბურთელი მიდის ჩინეთში, სადაც მათ კარგ ხელფასს სთავაზობენ...
- არ გამოვრიცხავ ასეთ ვარიანტსაც. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- თუ ხედავთ საკუთარ თავს მომავალში მწვრთნელის რანგში? დავუშვათ, ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში?
- არა მგონია, რომ მწვრთნელი გავხდე.
- თქვენ ახალი თაობისთვის სამაგალითო ხართ. საფეხბურთო სკოლის გახსნაზე არ გიფიქრიათ თბილისში?
- ჯერ ამაზე არ მიფიქრია.
- ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ საქართველოში, უკრაინაში და ახლა უკვე საფრანგეთში. თქვენი გული თავისუფალია?
- არა, ჩემი გული თავისუფალი არ არის, იქ ჯერ კიდევ ფეხბურთია.
სპორტსმენი ხარ.შენისთანები გვიმრალოს ღმერთმა.