გურამ კაშიას გადაბირება დანიურ "მიდტიულანდს" სურდა

AutoSharing Option
მეგობარმა ჰოლანდიელმა ჟურნალისტმა საინტერესო ამბავი გვაცნობა, რომლის თაობაზეც ქართულ მედიაში აქამდე არაფერი დაწერილა. შევიტყვეთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების 28 წლის მცველის, გურამ კაშიას გადაბირება დანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "მიდტიულანდს" სურდა.

კარგად გვახსოვს, რა უსიამოვნო პერიოდი ჰქონდა მაშინ გურამს. არნემულ გუნდში ის არცთუ ხშირად თამაშობდა. ქართველმა მცველმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, "ვიტესში" დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებისთვის ბრძოლის გაგრძელება გადაწყვიტა.

უნდა ითქვას, რომ კაშიამ წარმატებით გაართვა თავი ამოცანას. "ვიტესის" ქართველი კაპიტანი და მცველი სასტარტო
თერთმეტეულს დაუბრუნდა.

"მიდტიულანდი" კი, დანიის ჩემპიონატის გარდა, ევროპის ლიგაზეც წარმატებით თამაშობს. დანიური კლუბის მოწინააღმდეგე ინგლისური გრანდი, "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება. "მიდტიულანდის" ამბიციურობის მიუხედავად, "ვიტესი" უფრო მაღალი დონის გუნდია და უკეთეს ჩემპიონატშიც თამაშობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰ გურამ შეგეძლო ევროპის ტოპ ჩემპიონატის ნორმალურ გუნდში გეთამაშა მაგრამ.....
_svani_
18:56 12-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული