ლუკას ჰუფნაგელი გამოჯანმრთელდა და მას "ფორტუნასთან" სასტარტოში ელიან

AutoSharing Option
DIE WELT-ის ინფორმაციით, ტრავმა მოირჩინა "ფრაიბურგის" ქართველმა ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა და ის ვარჯიშებს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენებურმა დაზიანება ერთ-ერთი ტესტმატჩისას მიიღო.

Kicker-ის ვერსიით, 22 წლის ჰუფნაგელი "ფორტუნასთან" 21-ე ტურის მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ეს მატჩი 14 თებერვალს გაიმართება.

"ფრაიბურგი" 38 ქულით მეორე ადგილზეა, ეს ადგილი კი ბუნდესლიგაში აღზევების უფლებას იძლევა.

ამ სეზონში ლუკასის ანგარიშზე 16 მატჩში 1 გოლია, "კიკერის" შეფასებებით ის საშუალოდ 3,07 ბალს იღებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოუმატებს ეს ტიპი
........
18:39 13-02-2016
0
წარმატებები ლუკას ფრაიბურგში,ნაკრებში!მომავალ წელს ბუნდესლიგაში უნდა გვყავდეს ნაკრების ფეხბურთელი!
zaza
02:44 13-02-2016
0

სიახლეები პოპულარული