01:14 14-02-2016
ლეგიონი: ყაზაიშვილის დუბლი და კაშიას მხარდასაჭერი ბანერი [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე დენის ოლიინიკმა გახსნა, რის შემდეგაც ვაკო ყაზაიშვილის დროც დადგა. ყაზაიშვილმა ჩემპიონატში თავისი მე-8 და მე-9 გოლები გაიტანა. ქართველმა ტაიმის მიწურულს სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 53-ეზე კი პენალტი გამოიყენა ზუსტად და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ვაკო მთავარმა მწვრთნელმა 86-ე წუთზე შეცვალა.
შეუცვლელად ითამაშა კაპიტანმა გურამ კაშიამ. აღსანიშნავია ისიც, რომ არნემელმა გულშემატკივრებმა ქართველ მცველს მხარდასაჭერი ბანერი გამოუფინეს წარწერით "გამარჯვებულები არასოდეს ნებდებიან".
ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ "ვიტესი" 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
წარმატებები ორივეს და ზოგადად ყველა ქართველს
0
0
მშვენიერი ფაქტი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული