გურამ კაშია: "ვიტესში" თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ

AutoSharing Option
13 თებერვალს, ჰოლანდიის ერედივიზიეს 23-ე ტურის შემდეგ არნემის "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესმა" "ჰეერენვენს" უმასპინძლა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა - 3:0. ყაზაიშვილმა საკუთარ ანგარიშზე დუბლი მიითვალა, კაშიამ კი მოედანზე შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ არნემელმა გულშემატკივრებმა ქართველ მცველს მხარდასაჭერი ბანერი გამოუფინეს წარწერით "გამარჯვებულები არასოდეს ნებდებიან".

Sportall.Ge

"ახლა პატარა ბავშვივით მიხარია. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც უთამაშებლობით ხარობს. ნაწყენი ვიყავი და, ისეთი განცხადებებიც გავაკეთე, რომელიც ჩემი მხრიდან არასწორი იყო. ამ თამაშის შემდეგ შემიძლია ვთქვა,
რომ მწვრთნელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.

ის, რაც გულშემატკივრებმა ჩემთვის გააკეთეს, ძალიან ლამაზი და სასიამოვნო იყო. აქ თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ, დღევანდელ გამარჯვებას კი ნამდვილად ვიმსახურებდით", - ციტირებს კაშიას vi.nl-ი.

ჩატარებული 23 შეხვედრის შემდეგ "ვიტესი" 36 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მალადეც კაშიას, მარტივი არ არის გულშემატკივარმა ასე შეგიყვაროს, სამაგალითო ადამიანი ხარ.
ბექა
15:50 14-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული