მირჩა ლუჩესკუ გიორგი არაბიძეზეც გაბრაზდა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და გელზენკირხენის "შალკე" დაუპირისპირდებიან, ტრავმის გამო უკრაინულ გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება - მარსიო აზევედო, ბერნარდი და დენტინიო. ვერ ითამაშებს ასევე ფრედი, გიორგი არაბიძის თამაში კი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამასთან დაკავშირებით "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი ბრალია. დასვენების პერიოდში ფორმის შენარჩუნებაზე არ იზრუნეს, ამიტომ შეკრებაზე მოუმზადებლები იყვნენ. ახლა ველოდებით, როდის აღიდგენენ კონდიციებს. საუბარი მაქვს ბერნარდზე, აზევედოზე, დენტინიოსა და არაბიძეზე.

ფაქტობრივად, 5 ფეხბურთელი დაგვაკლდება. და თუ გავითვალისწინებთ ალექს ტეიშეირას წასვლას - ექვსი. გუნდი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფეხბურთელებმა უნდა გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა.

იმედია, ტრავმირებულები გუნდს მალე დაუბრუნდებიან", - განაცხადა ლუჩესკუმ.

"შახტარის" და "შალკეს" დაპირისპირება 19 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
შახტარის დუბლების ფეხბურთელებმა თქვეს ეს-ერთერთ ვარჯიშზე თანაგუნდელი უხეშად შეჯახებია არაბიძეს და ეს წამომდგარა და მადლობა გადაუხდია ტრამვის მიყენებისათვის-პარიზში წასვლას გადამარჩინეო-პსჟ-სთან ქონდა ახალგაზრდების ჩემპიონთა ლიგა სათამაშო და დაეზარა ბიჭს წასვლა)))) ასე რომ 3-4 წელიწადში ესეთი მიდგომით საქმისადმი ეს ბიჭი ერთ ჩვეულებრივ დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება-ტოპ ჩემპიონატებში რო ვერ ქაჩავენ-ღმერთმა ქნას ვცდებოდე
რომან
18:52 16-02-2016
0
გიო ეს ძაან ცუდია რასაც ლუჩესკუ ამბობს თუ მართალია და უპასუხისმგებლოდ მოიქეცი. თავში არ უნდა აგივარდეს და შრომას არ უნდა მოუკლო. სხვანაირად გამოვა მორიგი ნიჭიერი არშემდგარი ფეხბურთელი.
გიო შრომა და თავდადება, სპორტული ხასიათი.
წარმატებები!
georgian
17:51 15-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული