გიორგი არაბიძე: თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ თავის მაისურს გადასცემს.

ქვემოთ, ჩვენი აზრით, საინტერესო, რამდენიმე კითხვა-პასუხს წარმოგიდგენთ, "ინტერნეტკონფერენციის" სრულად ნახვა კი აქ შეგიძლიათ (იხილეთ ბმული).

მკითხველი:
- გამარჯობა, გიო. მაინტერესებს, თვლი თუ არა თავს მზად ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ?
- კი, თავს მზად ვთვლი ეროვნული ნაკრებისთვის.

მკითხველი:
- საქართველოში ხალხის და სპეციალისტების აზრი ორად იყოფა იმაზე, უნდა მიდიოდნენ თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელები საზღვარგარეთ. ძალიან
მაინტერესებს შენი აზრი და თან გვითხარი, რატომ აირჩიე "შახტარი"? გისურვებ წარმატებებს! უფალი გფარავდეს!
- საქართველოში რომ იყოს ყველანაირი პირობა ფეხბურთის სათამაშოდ, არ ვიტყოდი, რომ უნდა მიდიოდნენ, მაგრამ... ჩემი პასუხი დღეს არის ასეთი - კი, უნდა მიდიოდნენ!

საქართველოში ფეხბურთელი ფეხბურთელად ვერ იგრძნობს თავს და ვერ ითამაშებს პროფესიონალურ დონეზე. საამისოდ არანაირი პირობა არ არის და ეს ყველამ იცის.

ამ ასაკში "შახტარი" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია და არცერთ სხვა ევროპულ დიდ გუნდში წასვლა არ მსურდა. ჩემთვის მთავარი თამაშია, მით უმეტეს, ამ ასაკში. სწორედ ამიტომ ავირჩიე "შახტარი".

მკითხველი:
- იძლევი თუ არა იმის პირობას, რომ არ შეგეყრება ვარსკვლავური სენი და არ დაემსგავსები იმ ქართველ ფეხბურთელებს, რომელთა იმედიც ერთ დროს ძალიან დიდი გვქონდა ქართველ გულშემატკივრებს?
- მათ რომ სენი შეეყარათ და, თქვენი თქმით, "თავი დაიღუპეს", მხოლოდ მათი ბრალია. მოკლე პასუხით შემოვიფარგლები :)
მკითხველის კომენტარები / 26 /
თუ შახტარში სათამაშო დრო ექნება რატომაც არ არი მზად.
Tbilisi
17 თებერვალი 2016 21:50
0
გენაცვალე გიო, მეც ვთვლი რომ მზად ხარ, რასაც მე უყურებ შენს თამაშებს პას აგვიანებ ცოტა მაგასაც მიეჩვევი , წარმატებები ბოგმიანებს გული გაუხეტქე რომ ერტ მშვენიერ დგეს ისე დაიბოგმონ რომ შუაზე გასკდნენ :))
cruck
17 თებერვალი 2016 21:06
0
svani-s
სანდრო კობახიძე მასზე ბევრად გამოცდილია და თუარ ვცდებდი ადრე კობახიძესაც ეგრე უყურებდით რომ ძალიან დიდი პერსპექტივა ქონდა და ნორმალურ ევროპულ კლუბში უნდა ეთამაშა)))))))))))) და საერთოდ რომ დააწინაურეს და 21 წლამდელებში ითამაშა ნახე როგორ ითამაშა?!! კი კარგი ბიჭია ძალიან პერსპექტიული და გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლია ვიდრე კობახიძემ შეძლო მაგრამ ეროვნული ნაკრებისთვის ჯერ ადრეა)))) ჯერ 18 წლისაა და ბოლომდე არც "გაფურჩქნულა" და რეალურად როგორ აფასებს თავის შესაძლებლობებს?!! რა სისულელეს ლაპარაკობ)))))
_svani_
17 თებერვალი 2016 20:16
0
იმედია, გაგვახარებ. ნიჭი გაქვს
merabi
17 თებერვალი 2016 18:36
0
სვანი თავში აუვარდა კი არა რეალურად აფასებს თავის შესაძლებლობებს სანდრო კობახიძეს წვალებას რომ აჯობებს ვინმეს ეჭვი ხო არ ეპარება მაგაში?
svani-s
17 თებერვალი 2016 18:35
0
აგივარდა რაღაც რაღაცეები თავში)))) ჯერ 21 წლამდელებშიც კიარ გითამაშია ერთხელ ითამაშე და გამოჩდა როგორი მოუმზადებელი და მოუმწიფებელი ხარ
_svani_
17 თებერვალი 2016 17:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული