რობ მაასი: გურამ კაშია საუცხოო მარჯვენა მცველია

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა კომენტარი გააკეთა გურამ კაშიას სათამაშო პოზიციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გურამ კაშიას სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ პეტერ ბოშის დროს შეექმნა. იანვარში ის მისმა ასისტენტმა რობ მაასმა შეცვალა, თუმცა კაშია სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

მხოლოდ "ვიტესის" ფანების გამუდმებული პროტესტების ფონზე, მაასი იძულებული გახდა, ქართველი კაპიტანი სასტარტოში დაებრუნებინა.

მაგრამ მან ცენტრალური მცველების, კრუისვიკისა და ვან დერ ვერფის დუეტი არ დაუშლია. კაშია მწვრთნელმა მარჯვენა მცველად ათამაშა. სასტარტოდან მარჯვენა მცველი კევინ დიკსი ამოვარდა და კაშიამ მარჯვენა მცველად ითამაშა.

"გურამ კაშია ტაქტიკური მოსაზრებებით დავაყენე მარჯვენა მცველად. ჩემი აზრით, კევინი ხშირად დაუფიქრებლად გარბის წინ და "ჰეერენვენის" მსგავს გუნდთან ეს სახიფათოა. გურამ კაშიამ მარჯვენა მცველად საუცხოოდ ითამაშა".

ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ კაშიას მარჯვენა მცველად ადრეც უთამაშია, თუმცა თავად თამაში დაცვის ცენტრში ურჩევნია.

21 თებერვალს კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "ვიტესი" "დე გრააფსჰაფს" ეწვევა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ გურამ კაშია აღმოჩნდეს ის ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემას მოხსნის? წარმატებები!!!!
გუჯა კახაძე
19:30 17-02-2016
0
ზაან მაგარი აზრია ბოლო თამაშში ტავი იდეალურად გაარტვა მარჯვენა მცველის პოზიციას..კევინ დიკსზე რო მწვრტნელი ასეტ რაგაცას ამბობს ალბატ ლობჯანიძე როგორ იბნევა ეგ არ უნახავს :D
ჩორნა
21:56 17-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული