"ჰოლანდიური კლუბები ცნობილნი არიან შემტევი ფეხბურთით. ამ შემთხვევაში კი პასის კულტურას დიდი მნიშვნელობა აქვს. WhoScored.com-ის სტატისტიკის დახმარებით შემოგთავაზებთ ერედივიზიეს 10 ყველაზე აკურატული პასის მქონე ფეხბურთელს", - წერს SoccerNews.nl.
სასიხარულოა, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის პასის მაღალი კულტურის მქონე ფეხბურთელთა ათეულში ქართველიცაა -
ვაკო ყაზაიშვილს (ვიტესი) მე-6 ადგილი უკავია.
"ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესის" ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავია. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელსაც გარემარბადაც შეუძლია თამაში და ფორვარდადაც, ამ სეზონში უკვე 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. მისი პასების სიზუსტეც ნორმალურია: 87,9%", - წერს საიტი.
სხვათა
შორის, ამ მონაცემებით მეორე ადგილზეა "ვიტესის" ცენტრალური მცველი
არნოლდ კრუისვიკი, ფეხბურთელი, რომელმაც დეკემბერ-იანვარში შემადგენლობიდან "ვიტესის" კაპიტანი
გურამ კაშია ამოაგდო. მისი პასების სიზუსტე 89,9%-ია".