ამაშუკელი "სამტრედიის" ყოფილი ნახევარმცველის, უფროსი ბესიკ ამაშუკელის ვაჟია. კარიერის აწყობის იმედად, ახალგაზრდა მცველი 2014 წელს რუსთავის "მეტალურგის" დუბლშემადგენლობიდან ლიტვის A ლიგის (უმაღლესი) "ტრაკაიში" გადავიდა. ამაშუკელმა პირველივე წელს ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, მაგრამ გასული წლიდან არც ამ გუნდის შემადგენლობაში
"შარშან, სეზონის დაწყებამდე, ერთ-ერთი საკონტროლო თამაშის დროს ჯვარედინი იოგები გამიწყდა. ოპერაციის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი, ფორმის აღდგენას ვცდილობდი, მაგრამ ორ თვეში კუნთი გამიწყდა და ისევ სამკურნალო გავხდი.
ამასობაში, სეზონიც დასრულდა. ახლა კი დათო თარგამაძემ "ოლეკსანდრიაში" მიმიყვანა და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვემზადები.
10 დღეა, რაც უკრაინაში ვარ. ჩემთვის ახლა ეს აუცილებელია - მთელი წელია, არ მითამაშია და მომზადება მჭირდება", - ამბობს ამაშუკელი და იქვე დასძენს, რომ არ არის გამორიცხული, ლიტვაში დაბრუნდეს:
"უკრაინაში მხოლოდ ვვარჯიშობ. ასეთ მდგომარეობაში "ოლეკსანდრიაში" ვერ ჩავირიცხები. მთავარია, ფორმა აღვიდგინო.
ამასობაში, ლიტვიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იქაური უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბია დაინტერესებული. დაველოდები და თუ რეალური ვარიანტი იქნა, წავალ, რადგან ახლა პრაქტიკა ჰაერივით მჭირდება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ექიმ მერაბ ვარძუკაშვილს, ვინც ფეხზე დამაყენა, ასევე - დათო თარგამაძეს, რომელმაც გუნდში მიმიყვანა და ვარჯიშის საშუალება მომცა.
ტრავმებმა ძალიან გამაწამა, მაგრამ რას ვიზამ, ეს ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია. იმედია, ახლა მაინც აეწყობა ჩემი კარიერა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"