ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა

AutoSharing Option
ჩეხეთის ჩემპიონატი განახლდა, თუმცა პრაღის "სლავიას" რიგებში ჯერ არ უთამაშია 25 წლის ლევან ყენიას.

საბედნიეროდ, ამჯერად ტრავმა არაფერ შუაშია, დუშან უჰრინის ქართველი ნახევარმცველი დისკვალიფიცირებული იყო. შემოდგომაზე, "ოლომოუცთან" მატჩში ყენიამ უხეშობისთვის მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ შემდეგ ეს ინციდენტი სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და ჩვენებური სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

"სლავიამ" თებერვალში უკვე ითამაშა სამი თამაში. ასე რომ, ყენიას დისკვალიფიკაცია დასრულდა და მას თამაში 5 მარტს, "მლადა ბოლესლავთან" საგარეო მატჩში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ყენიამ "სლავიას" მაისურით ჩემპიონატის 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იკა,
არ გაუმართლა,სამწუხაროდ საკმაოდ რთული ტრამვა ჰქონდა და დიდი დრო გაუცდა....
irakli
12:16 01-03-2016
0
რა ნიჭი გაიფლანგა !
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული