ლეგიონი გუშინ: ვაწაძე და ძალამიძე თასის ნახევარფინალში უთამაშებლად

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ მარტს, ევროპაში რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

უკრაინის თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში "ოლეკსანდრია" შინ დაუზავდა კიევის "დინამოს" - 1:1. მასპინძელთა რიგებში 73 წუთი გაატარა მინდორზე დავით თარგამაძემ.

"დნიპრომ" გასვლაზე 3:0 მოუგო "სტალს". დნეპროპეტროვსკელთა შორის არ უთამაშია საქართველოს ნაკრების წევრ სანდრო კობახიძეს.

* * *
დანიის თასის ნახევარფინალშია "ორჰუსი". მათე ვაწაძის გუნდმა მეოთხედფინალში სტუმრად 3:0 მოუგო "სონდერიისკეს". ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო.

* * *
თურქეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალში "რიზესფორმა" "ბაშაქშეჰირი" მიიღო, 1:0 სძლია და რადგან პირველი მატჩიც მოგებული (2:0) ჰქონდა, ნახევარფინალში
გავიდა. ამ წარმატების პასიური მონაწილე იყო ნიკა ძალამიძე, რომელიც ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა.

* * *
პოლონურ ექსტრაკლასაში გადაიდო ლაშა დვალის "შლიონსკისა" და "პიასტის" მატჩი.

* * *
ესტონეთის სუპერთასზე "ფლორამ" 3:0 მოუგო "კალიუს". გამარჯვებულთა შორის არ ყოფილა ზაქარია ბეგლარიშვილი.

* * *
აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ტაშკენტის "ლოკომოტივი" სტუმრად ფრეს დასჯერდა (1:1) საუდეთის "ალ იტიჰადთან", რომელშიც ცნობილი განელი ნახევარმცველი სალი მუნტარი თამაშობს. უზბეკურ გუნდში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო შუახაზელმა კახა მახარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა შედეგი გინდა ? :D რა გუნდებში არიან და იქაც არ ანახებენ მინდორს :D:D:D
0

სიახლეები პოპულარული