შოთა არველაძე გლაზგოს "რეინჯერსის" 30 ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელეს

AutoSharing Option
ბრიტანულმა hitc.com-მა გლაზგოს "რეინჯერსის" ისტორიაში 30 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

სასიხარულოა, რომ საუკეთესო სიაში ქართველიცაა - შოთა არველაძე სწორედ 30-ე ადგილზეა.

"მას ისეთი პატივი არ ხვდა, როგორც, სიტყვაზე, ალი მაკოისტს, მაგრამ ოთხი წლის განმავლობაში შოთა არველაძემ "რეინჯერსის" შეტევებს კლასი და გოლები შემატა", - წერს ვებსაიტი.

"რა თქმა უნდა, მისთვის, ალბათ, ყველაზე საამაყო ის არის, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ 2001-05 წლების წარმატებული რეინჯერსული კარიერა მას ასევე მოგვრის სიამაყის გრძნობას" - წერს hitc.com.

"რეინჯერსში" ქართველმა ფეხბურთელმა 132 მატჩში 57 გოლი
გაიტანა.

2002/03 წლების "რეინჯერსის" ჩემპიონობა დიდად არის არველაძის დამსახურება. იმ სეზონში მან 30 თამაშში 15 გოლი გაიტანა, გუნდმა კი ჩემპიონობა უკეთესი გოლების შეფარდების წყალობით მოიპოვა.

2004/05 წლების საჩემპიონო სეზონში კი შოთას ანგარიშზე 24 თამაშში 6 გოლია.

შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსში" კიდევ ერთ ქართველს უთამაშია - ზურაბ ხიზანიშვილს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული