ჭანტურიას გზა - ცნობილია ბუნდესლიგის 2 გუნდი, რომლებსაც გიორგი სურთ

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის შემტევ გიორგი ჭანტურიას გადაბირება ბუნდესლიგის კლუბებს სურთ. იმ მომენტისთვის ზუსტად არ ვიცოდით მისი სამსახურის მსურველი გუნდების ვინაობა.

ახლა კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ - ჭანტურიასთან თანამშრომლობა "ვერდერსა" და "კიოლნს" სურთ. ინტერესი ძალიან რეალურია და ყველაფერი სეზონის ბოლოს გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჭანტურია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის, "დუისბურგის" ღირსებას იცავს. მართალია, "ზებრები" ვერ გამოირჩევიან შემტევი და შედეგიანი ფეხბურთით, მაგრამ ჭანტურიამ ამგვარი სპეციფიკის გუნდსაც თანდათან ალღო აუღო.

თუნდაც, ორიოდე დღის წინანდელი მატჩი
ავიღოთ - ვინც "ფრანკფურტთან" შეხვედრაში ჭანტურიას თამაშს თვალი ადევნა, დაგვეთანხმება, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. საქმე მხოლოდ საგოლე პასში როდია?! გერმანული კლუბის ქართველი ლეგიონერი ძალიან მწვავედ მოქმედებდა, აქტიური იყო, ბურთთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა... ამიტომაც დასახელდა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქართველი ფეხბურთელით ბუნდესლიგის ისეთი ტრადიციული კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც არიან "ვერდერი" და "კიოლნი". ამ მომენტში ცხრილში "კიოლნი" უფრო წინაა. "თხებს" 30 ქულით მეათე ადგილი უჭირავთ.

არც "ვერდერის" შედეგებია გადასარევი - "მუსიკოსები" 24 ქულით მე-15 ადგილზე არიან (აღსანიშნავია ბრემენელთა ბოლო გამარჯვება ლევერკუზენში - 4:1), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რომელი ჭკუათმყოფელი დაიწუნებს იმ პერსპექტივას, რაც ჭანტურიას წინაშე იშლება?

იმ შემთხვევაში, თუ "ვერდერში" ჭანტურიას ტრანსფერი შედგა, ბრემენულ კრებულს უკვე ორი ქართველი ეყოლება: იქ ხომ ახლა კიდევ ერთი ახალგაზრდა შემტევი - გიორგი პაპუნაშვილი ირიცხება. მართალია, ექსდინამოელი დღესდღეობით "ვერდერის" მეორე გუნდში თამაშობს, მაგრამ ეს გზაც გასავლელია და თუ თავს გამოიჩენ, რაღა დაუდგება წინ მთავარ შემადგენლობაში გადასვლას?

"ვერდერზე" ვთქვით და, ქართველთათვის უცხო არც "კიოლნია". თავის დროზე იქ რევაზ და არჩილ არველაძეებს გაუგორებიათ ბურთი.

რაც შეეხება ჭანტურიას, "დუისბურგის" გარდა, მას სხვადასხვა დროს "ვიტესში", "ალანიაში", "ვერონასა" და "კლუჟში" უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში კი 2 გოლი აქვს გატანილი.

იყო დრო, გერმანულ ბუნდესლიგაში ქართველები ომახიან სიტყვას ამბობდნენ. ვინ იცის, იქნებ ის დრო კიდევ დაბრუნდეს. ყოველ შემთხვევაში, ისღა დაგვრჩენია, სეზონის დასრულებას დაველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
გიოს წარმატებები და ბოღმებმა კიდე ცივი წყალი დალიონ.
qutaiseli
04 მარტი 2016 13:02
0
კომენტარებს როცა წაიკითხავ გიო, კი ნუ დაიბოღმები, პირიქით, მოტივაციად ჩათვალე და დაამტკიცე, რომ შეგიძლია დიდი ფეხბურთი ითამაშო და მერე ნახე შენ კომენტარები, ქართველებს შეიძლება ბევრი რამე გვეშლება, მაგრამ ფეხბურთი არა, გაითვალისწინე ეს
გგგ
04 მარტი 2016 13:02
0
ხალხო თუ ეს ბიჭი ითამაშებს კარგი არ იქნება? რატო ხართ ასე განწყობილები?
mkiTxveli
04 მარტი 2016 12:44
0
ჯერ გადახტეეს :)
dave
04 მარტი 2016 12:30
0
ეს ისე ითამაშებს ვერდერში და კიოლნში როგორც ვერონაში ითამაშა. ...
გიო
04 მარტი 2016 11:58
0
ჯიგარი ხარ ალეკო უნდა დაწერო აბა რა უნდა ქნა როცა აკეტებს უნდა შეაქო ცუდათ იქცევა უნდა გაგკრიტიკო სპრტულ ჯურლისტს ეს მოგეთხოვება და სიმართლე აი ყველაზი დიდი და მთავარი ჯურნალისტისთვის.
lasha
04 მარტი 2016 11:54
0
ალეკო კაკაურიძე - ნიუჟელი?! :D
giorg
04 მარტი 2016 11:48
0
დიდი ნიჭი მოგცა ღმერთმა!
giorgi
04 მარტი 2016 11:44
0
დღეს ჩვენ არ გვყავს ამაზე ნიჭიერი ფეხბურთელი. ბევრი შეგიძლია და ნიჭს გაუფრთხილდი გიორგი
soxa
04 მარტი 2016 11:37
0
დამიჯერე არაა პიარი სიმართლეა 100 პროცენტით შემიძლია თავი დავდო
goga
04 მარტი 2016 11:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული