ntvspor.net-ის ინფორმაციით, ამ შეხვედრაში სტუმართა გუნდის სასტარტოში თორნიკე ოქრიაშვილიც იქნება. "ესქიშეჰირი" 4-2-3-1 სისტემით ითამაშებს, სადაც თორნიკეს ცენტრფორვარდის უკან მოუწევს თამაში.
შეგახსენებთ, რომ 23 თამაშიდან 17 ქულით ქართველი შემტევის გუნდი უკანასკნელ ადგილზეა, ხოლო "ბეშიქთაში" (22 თამაშიდან) 51 ქულით მეორეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის.