ლეგიონი გუშინ: დვალიშვილი შჩეცინში დამარცხდა, ოქრიაშვილი - სტამბოლში

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილის "პოგონი" პოლონური ექსტრაკლასას მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა "რუხთან".

შჩეცინში მასპინძელი ორჯერ იგებდა - ჯერ ანგარიში გახსნა, მერე ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ისევ დაწინაურდა და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო. თუმცა მას მერე, რაც "პოგონი" კაცნაკლული დარჩა (72-ე წუთი), უკანა ხაზის გასამაგრებლად სამწვრთნელო შტაბმა დვალიშვილი შეცვალა (75-ე წუთი), თუმცა... ორი გოლი მიიღო და დამარცხდა.

26 ტურის შემდეგ "პოგონი" 42 ქულით მე-4 ადგილზეა და ძალიან დიდი ალბათობით, მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.

* * *
თურქეთის სუპერლიგაში თორნიკე
ოქრიაშვილის
"ესქიშეჰირი" გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერ "ბეშიქთაშს" შეხვდა.

აუტსაიდერმა თურქული ფეხბურთის გრანდთან ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი თამაშის მიწურულსღა გაიტანეს.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის თავიდან სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული