შჩეცინში მასპინძელი ორჯერ იგებდა - ჯერ ანგარიში გახსნა, მერე ავტოგოლი გაიტანა, მაგრამ ისევ დაწინაურდა და პირველი ტაიმი 2:1 მოიგო. თუმცა მას მერე, რაც "პოგონი" კაცნაკლული დარჩა (72-ე წუთი), უკანა ხაზის გასამაგრებლად სამწვრთნელო შტაბმა დვალიშვილი შეცვალა (75-ე წუთი), თუმცა... ორი გოლი მიიღო და დამარცხდა.
26 ტურის შემდეგ "პოგონი" 42 ქულით მე-4 ადგილზეა და ძალიან დიდი ალბათობით, მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.
* * *
თურქეთის სუპერლიგაში თორნიკე აუტსაიდერმა თურქული ფეხბურთის გრანდთან ვერაფერი გააწყო და 1:3 დამარცხდა. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი თამაშის მიწურულსღა გაიტანეს.
რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის თავიდან სათადარიგო იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გამოჩნდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"