"ის მზად არის, თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინოს"

AutoSharing Option
90min.com-მა გამოაქვეყნა II ბუნდესლიგაში მოთამაშე ეროვნული ნაკრებების წევრთა საუკეთესო ათეული.

"დუისბურგის" ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია ამ სიაში მეშვიდე ადგილზეა.

"ქართველმა შემტევმა შეძლო "დუისბურგში" 13 მატჩში 2 გოლის გატანა. ჭანტურია საქართველოს ნაკრების წევრია 2014 წლიდან. მან 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა ეროვნულ გუნდში.

ის ახალგაზრდულ ასაკში "ბარსელონას" ასაკობრივ გუნდში თამაშობდა დროებით. ჭანტურია ახლა კარგ ფორმაშია და მზად არის, თავისი პოტენციალი გამოავლინოს", - წერს საიტი.

II ბუნდელიგაში მოთამაშე ეროვნული ნაკრებების საუკეთესო ფეხბურთელად კი 21 წლის დანიელი შემტევი იუსუფ პოულსენი დაასახელეს, რომელიც "ლაიპციგში"
თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული