დავით თარგამაძეს მოტეხილ ფეხზე დამატებითი გამოკვლევა სჭირდება

AutoSharing Option
"ოლექსანდრიას" ქართველ ლეგიონერ დავით თარგამაძეს დამატებითი გამოკვლევა სჭირდება მოტეხილ ფეხზე. ამის შესახებ უკრაინული კლუბის მთავარმა ექიმმა კონსტანტინ კუბრაკმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს ფეხი ამხანაგურ მატჩში მოსტეხეს "გორნიაკთან". შეხვედრა სწორედ ამ ინციდენტის გამო ჩაიშალა.

"თარგამაძე ჩვენი მეთვალყურეობით წაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში. იქ მას ექიმებმა ყველანაირი დახმარება გაუწიეს. უკვე მეორე დღეს მე ფეხბურთელი კიევის სპორტული ტრავმების ორთოპედიის ცენტრში მივიყვანე, სადაც დადასტურდა, რომ წინა დღით ექიმებმა ყველაფერი სწორად გააკეთეს.

ახლა უკვე დედაქალაქის ექიმები გამოიკვლევენ ტრავმირებულის ფეხს ხელახლა და მას სრულფასოვან მკურნალობის კურსს დაუნიშნავენ".

ერთი უკვე
ცნობილია, ქართველი ფეხბურთელი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. 26 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ამ სეზონში ჩემპიონატში 10 მატჩი ითამაშა, თასზე კი - 3 (1 გოლი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული