ჰოლანდიურმა Goal.com-მა ტურის სიმბოლური ნაკრები opta-ს სტატისტიკაზე დაყრდნობით შეადგინა და გურამ კაშია სიმბოლურში მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ კაშია, ad.nl-ის ვერსიით, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაბრუნდა. ქართველი მცველის საშუალო შეფასება 6,55 ბალია და ეს მესამე შედეგია ჩემპიონატში. მას სულ ცოტათი უსწრებს იანსენი "ალკმაარიდან" (6,56) და გუარდადო პსვ-დან (6,63). ყაზაიშვილი მოწინავე ოცეულში არაა.
აღსანიშნავია, რომ რობ მაასმა ვაკო სათადარიგოთა სკამზე
"მე საკმაოდ დიდი არჩევანი მაქვს ნახევარდაცვაში და ეს ფუფუნებაა. ვაკოს აქვს პოტენციალი, ერთი საფეხურით მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგრამ იქამდე ბევრია სამუშაო.
მსურს ავუხსნა მას, როგორ გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი. აუცილებელია, რომ მისი თამაში სტაბილურად მაღალი დონის გახდეს. აი, ამის მერე კი ის სულ სხვა ფეხბურთელი იქნება. ჩემი მიზანი მისი დახმარებაა", - განაცხადა "ვიტესის" თავკაცმა რობ მაასმა.
"მოხარული ვარ, რომ გავიტანე. რა თქმა უნდა, არ ვიყავი კმაყოფილი, რომ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოვხვდი. მწვრთნელმა ერთი დღით ადრე მითხრა ამის შესახებ.
მწვრთნელის სიტყვას ყველა უნდა დაემორჩილოს. ვფიქრობ, ჩემი თამაშით საუკეთესო პასუხი გავეცი.
სასტარტოში ადგილი გარანტირებული არავის აქვს, სხვა ფეხბურთელებსაც უწევთ სკამზე ჯდომა, თვით კაპიტანსაც კი.
მსურდა, რომ მწვრთნელს დაენახა, როგორი მონდომებული ვარ. ვფიქრობ, ეს გამომივიდა. ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა გამარჯვება. ჯერ კიდევ მჯერა, რომ "ვიტესს" მესამე ადგილის მოპოვება შეუძლია. ჩვენი გუნდი მაღალი ხარისხის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული".