განა, ეს ნორმალურია?! გურამ კაშიას ბოდიში და აღშფოთებული ვაკო ყაზაიშვილი

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანმა, 29 წლის გურამ კაშიამ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა "ვიტესის" მიერ ბოლო მატჩებში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

"არნემში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. მე ეს ვიცი და მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ გუნდის ბოლოდროინდელი შედეგების გამო. სიმართლე გითხრათ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ", - უთხრა კაშიამ ჰოლანდიელ ჟურნალისტებს.

ჰოლანდიურ მედიაშივე გამოქვეყნდა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ვაკო ყაზაიშვილის კომენტარი. მოგეხსენებათ, ის ბოლო დროს მთავარმა მწვრთნელმა რობ მაასმა სათადარიგოთა სკამს გაუშინაურა.

"ჩემი აზრით, არ არის ნორმალური, ვიჯდე სკამზე. მე სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეს არის მწვრთნელის გადაწყვეტილება და
შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ აზრი ამის თაობაზე", - თქვა ყაზაიშვილმა, რომელმაც "გრონინგენსა" და "ნაიმეგენთან" ბოლო ორი შეხვედრა შეცვლაზე ითამაშა.

23 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონი აქამდე კარგად მიდიოდა. "ვიტესის" მაისურით გამართულ 28 შეხვედრაში ჩვენებურის ანგარიშზე 10 გოლია. ამ მაჩვენებლით, ის დღესდღეობით არნემული გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული