კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
ყაზახეთის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება, ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული. "ქაირათმა", რომელსაც ცხადაძემდე რუსი სპეციალისტი ალექსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა, ჩემპიონატის სასტარტო სამი შეხვედრიდან 2 დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ცუდი სტარტის გამო ბოროდიუკმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.
ცხადაძე "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე
47 წლის ცხადაძეს, როგორც ფეხბურთელს, თბილისის "დინამოში", გერმანულ "აინტრახტში", ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში", მოსკოვურ გუნდებში: "დინამოსა" და "სპარტაკში" უთამაშია. ის გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ და დსთ-ის ნაკრებებში.
სამწვრთნელო კარიერა ცხადაძემ 2001 წლიდან, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო. სხვადასხვა დროს ის წვრთნიდა ბოლნისის "სიონს", ბაქოს "სტანდარტსა" და "ინტერს". ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.