ოფიციალურად: კახა ცხადაძე ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელია!

AutoSharing Option
ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა ალმათის "ქაირათმა" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან კონტრაქტი გააფორმა და ოფიციალურად წარადგინა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ქართველ სპეციალისტთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ყაზახეთის ჩემპიონატში, რომელიც გაზაფხული-შემოდგომის სისტემით იმართება, ჯერ მხოლოდ 3 ტურია გასული. "ქაირათმა", რომელსაც ცხადაძემდე რუსი სპეციალისტი ალექსანდრ ბოროდიუკი წვრთნიდა, ჩემპიონატის სასტარტო სამი შეხვედრიდან 2 დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ცუდი სტარტის გამო ბოროდიუკმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

ცხადაძე "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე
სფფ-ის ხელმძღვანელობამ საქართველოს ეროვნულ გუნდს ხელფასთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო ჩამოაშორა. საქართველოს ნაკრებში ცხადაძის მემკვიდრე ვლადიმირ ვაისი კი უწინ სწორედ "ქაირათში" მუშაობდა.

47 წლის ცხადაძეს, როგორც ფეხბურთელს, თბილისის "დინამოში", გერმანულ "აინტრახტში", ინგლისურ "მანჩესტერ სიტიში", მოსკოვურ გუნდებში: "დინამოსა" და "სპარტაკში" უთამაშია. ის გამოდიოდა საქართველოს ეროვნულ და დსთ-ის ნაკრებებში.

სამწვრთნელო კარიერა ცხადაძემ 2001 წლიდან, თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო. სხვადასხვა დროს ის წვრთნიდა ბოლნისის "სიონს", ბაქოს "სტანდარტსა" და "ინტერს". ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატებები კახას.
kaxa
16:49 07-04-2016
0
წარმატებები! მაგრად, ძალიან მაგრად დაერხათ ყაზახ მსაჯებს! :დ
ქუთაისელი
17:46 07-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული