voetbalzone.nl-ის მომავლის ვარსკვლავები: ქართველი ლამპარდი გიორგი ხარაიშვილი

AutoSharing Option
voetbalzone.nl-მა სტატია მიუძღვნა "საბურთალოს" 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი ხარაიშვილს, სათაურით "თეო იანსენი 19 წლის ქართველ ლამპარდს დააკვირდა". იანსენი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელია. მან კარიერა "ვიტესში" დაასრულა და ახლა კლუბის სკაუტია.


გთავაზობთ ამ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ფუტბალ ზოუნი" იწყებს მომავლის ტალანტების აღმოჩენას. ყოველკვირეულად მომავლის ერთ ვარსკვლავს გაგაცნობთ. მაშ, ვის უნდა დავაკვირდეთ სამომავლოდ? ჩვენი პირველი სამიზნე გიორგი ხარაიშვილია, ნახევარმცველი საქართველოდან.

ლივერპული
დავიდ ვისკაინო სამი წლის განმავლობაში "ლივერპულში" პასუხისმგებელი იყო ესპანეთისა და პორტუგალიის ტალანტებზე დასაკვირვებლად და კლუბისთვის ამ
რეგიონიდან ახალი ფეხბურთელების აღმოსაჩენად. სწორედ 44 წლის ვისკაინოს წყალობით, "ლივერპულში" ალბერტო მორენო მოხვდა. დეკემბრიდან მოყოლებული, ვისკაინო "მალაგასთან" თანამშრომლობს.

ვისკაინომ ქართველი 2013 წელს, ამხანაგურ ტურნირში შეამჩნია.

"ხარაიშვილი მომეწონა, მაგრამ "ლივერპულს" გადაწყვეტილება უმალ უნდა მიეღო. ჩემი აზრით, ქართველი საინტერესო და იმედისმომცემი ფიგურაა სატრანსფერო ბაზარზე", - განაცხადა ვისკაინომ.

ჯერჯერობით, ხარაიშვილი ისევ საქართველოში, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" ირჯება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტრანსფერი მოსალოდნელი იყო, ხარაიშვილი, რომელსაც მისსავე კერპს, ფრენკ ლამპარდს ადარებენ, ისევ სამშობლოშია.

თეო იანსენი
"ხარაიშვილს აქებს პსვ-ს ყოფილი ფორვარდი გოგა გახოკიძე. ამიტომაც თეო იანსენი დეკემბერში საქართველოში გაემგზავრა, რათა მის თამაშს დაკვირვებოდა. ის დაესწრო მატჩს "ტორპედოსთან", რომელიც 4:4 დასრულდა.

ამ შეხვედრაში ხარაიშვილმა ერთი გოლი გაიტანა. იანსენს, ალბათ, კიდევ მოუწევს თვითმფრინავის ბილეთის შეკვეთა, რადგან ხარაიშვილი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძვის. ქართველებს დარჩათ მატჩები შვედებთან, ესტონელებთან და ხორვატებთან.

"ვიტესი" ჰოლანდია-ბელგიის სამი-ოთხი კლუბიდან ერთ-ერთია, რომელსაც ხარაიშვილი სურს", - იანვარში განაცხადა გენერალურმა დირექტორმა კახა კაშიამ. სხვები არიან "ანდერლეხტი", "ბრიუგე" და პსვ. "მას არავისთან გაუფორმებია კონტრაქტი. დღეისათვის ჩვენს ლიგაში ხარაიშვილი ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ბიჭია", - განაცხადა კაშიამ.

ქართული "ანკლავი" არნემში
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ხარაიშვილი უკვე "საბურთალოს" კაპიტანია და მან 67 თამაშში 34 გოლის გატანა მოახერხა. თუკი "ვიტესი" ხარაიშვილის აყვანას გადაწყვეტს, ის გუნდში მესამე ქართველი იქნება - არნემულ კლუბში მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ.

ხარაიშვილს კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში უსრულდება. ასე რომ, მისმა მსურველებმა სატრანსფერო თანხა უნდა გადაიხადონ.

დოსიე
გიორგი ხარაიშვილი
დაიბადა: 29.07. 1996
კლუბი: "საბურთალო"
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
ძლიერი მხარე: დარტყმა, პასი, ფიზიკური სიძლიერე
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი რუბრიკაა!

ჟურნალისტებო, მომავლის ვარსკვლავები მუდმივად "პერსპექტიულებად" რომ არ დარჩენ შეახსენეთ, რომ ვარსკვლავების ტესტი ფიზიკური კონდეციების მხრივ არის 10 კმ 40 წუთში.

ბ-ნ გიორგი ხარაიშვილს წარმატებას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
17:14 08-04-2016
0
დღეს მსოფლიო დონის ვარსვლავის, ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა!!! ვულოცავ... და ყველას ვთხოვ, მიულოცოს.
tngh
18:49 08-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული