კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათს" ნანატრი გამარჯვება სადებიუტო მატჩშივე მოუტანა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცის, კახა ცხადაძის სადებიუტო მატჩი ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წარმატებული გამოდგა.

9 აპრილს გამართულ ყაზახეთის ჩემიონატის მე-4 ტურის მატჩში, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ატირაუ". შეხვედრის ერთადერთი გოლი 58-ე წუთზე კოტდივუარელმა ჟერარ გოუმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ახლახან დაწყებულ ჩემპიონატში ეს "ქაირათის" პირველი გამარჯვებაა. მანამდე გუნდმა 2 მატჩი დათმო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

ცხადაძე "ქაირათის" მთავარ მწვრთნელად 7 აპრილს დაინიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული