კახა ცხადაძე: ეს მოგება მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური კუთხით

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათში" სადებიუტო შეხვედრის შემდეგ კახა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 9 აპრილს გამართულ ყაზახეთის ჩემიონატის მე-4 ტურის მატჩში, ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ატირაუ".

კახა ცხადაძემ ალმათის "ქაირათს" ნანატრი გამარჯება სადებიუტო მატჩშივე მოუტანა

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის ფეხბურთელებს, რომლებმაც საკმაოდ შინაარსიანი, საინტერესო და კარგი თამაში აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ მოედანი არ აძლევდა გუნდებს კლასის ჩვენების საშუალებას, შეხვედრა კარგი გამოვიდა.

კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით და მადლობას გადავუხდი მათ, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ასეთ მინდორზე არამხოლოდ ოსტატობა, ხასიათიც უნდა გამოავლინო.

ამ
ორი დღის განმავლობაში ბევრი ვისაუბრე იმის შესახებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციურად გამართული თამაში და ხასიათია. მადლობა უფალს, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ეს გაიაზრეს, ბრწყინვალედ შეასრულეს გეგმა და მოიგეს.

რაც შეეხება არარეალიზებულ მომენტებს, ამაზე სამუშაო გვაქვს და ვიმუშავებთ კიდეც.

აქ, გასვლით მატჩში მოგება, სამი წარუმატებელი ტურის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. "ქაირათს" არ აქვს უფლება, ცხრილში მოკრძალებულ ადგილზე იყოს. იმედია, მომავალში გამარჯვებების სერია გვექნება, რის შემდაგაც საკადრის ადგილს დავიკავებთ", - თქვა ცხადაძემ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ კახას ამ გამარჯვებას, მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერავს მისი...ეს ერტი და სხვა მრავალი..
ქაძიძო
09:55 11-04-2016
0
წარმატებები კახას. სულ გამარჯვებები ქონოდეს. ფეხბურთელიც კარგი იყო და მწვრთნელიც კარგია
Ivane
22:24 09-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული