საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა 10 აპრილს გამართულ შეხვედრაში თავი საჯარიმოდან გატანილი გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი გოლია "მინსკის" რიგებში.
- თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. დავალება გვქონდა, რომ უნდა გვეთამაშა დაბალი პასით, მუდმივად შეტევაში და მეტოქე მისსავე ნახევარზე მოგვექცია წნეხში.
ვცდილობდით ამის გაკეთებას და პირველ ტაიმში მომენტებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ანგარიში გავხსენი, გაგვიიოლდა თამაში.
- საჯარიმო
- დიახ. ვთხოვე ბიჭებს, დაეთმოთ ჩემთვის მისი შესრულება. დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოვიდოდა. ზედა კუთხეში დავუმიზნე და ბურთი კარში აღმოჩნდა. უკრაინის ჩემპიონატში საჯარიმო დარტყმას ხშირად ვასრულებდი და ვარჯიშებზეც მუდმივად ვმუშაობ ამ კომპონენტზე.
მიხარია, რომ გავიტანე და გუნდს დავეხმარე.