"მიუნხენ 1860"-ის თავკაცი: გიორგი ჭანტურია ძალიან კარგი ფეხბურთელია

AutoSharing Option
II ბუნდესლიგის 30-ე ტურში გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" "მიუნხენ 1860"-ს მასპინძლობს. ქართველი შემტევის გუნდი ბოლო ადგილზეა 22 ქულით, "მიუნხენი" კი 25 ქულით მე-16 ადგილზეა (რომელიც ლიგაში დასარჩენ გადათამაშებაში მონაწილეობს).

ასე რომ, გასაგებია, თუ რა მნიშვნელობის თამაში ელის ჭანტურიას გუნდს.

ტურის წინ მედიას ესაუბრა მიუნხენელთა თავკაცი ბენო მიოლმანი, რომელმაც ჩვენებური შეაქო:

"შეტევის მარჯვენა ფლანგზე "დუისბურგს" ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავს - გიორგი ჭანტურია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ იქიდან საფრთხე არ დაგვემუქროს".

ჭანტურიამ "დუისბურგში" 17 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ჩვენებურის საშუალო შეფასება (კიკერი) 3,65-ია.
"ნიურნბერგთან" მოგებულ შეხვედრაში ჭანტურიამ 2,5 ბალი დაიმსახურა, რაც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება იყო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ, ჭანტურიას ზოგადად სპორცმენის ხასიათი არა აქვს. ესაა პრობლემა. ახალგაზრდა ბიჭმა რამდენი კლუბი გამოიცვალა? სად იყო გუნდის ბომბარდირი ბოლო დროს? ძირითადში რამდენი თამაში აქვს სეზონში ნათამაშები? დრო მირბის. თუ გონს არ მოეგო - ფეხბურთი ჩქარა დაუმრთავრდება
giga
20:18 13-04-2016
0
მაგათმა ეგრე იციან. გაქებენ, მერე მოგიგებენ და ბოლოს იტყვიან მაგარია, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვართო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული