გოგიტა გოგუას მორიგი გოლი და ემოციური აღნიშვნა "ირტიშში"

AutoSharing Option
13 აპრილს ყაზახეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

გოგიტა გოგუას "ირტიშმა" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო. შინ იოლად გაუმკლავდა "ორდაბასის" - 2:0. ჩვენებურმა 74-ე წუთზე პენალტი გაიტანა და 5 წუთში ის შეცვალეს.

გოლი გოგუამ ემოციურად აღნიშნა - მწვრთნელს შეახტა და მასთან ერთად იზეიმა.

გოგუამ ბრწყინვალედ დაიწყო ყაზახური კარიერა - 5 მატჩში მას 2 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.

კახა ცხადაძის "ქაირათმა" ყარაღანდის "შახტარს" უმასპინძლა, მატჩის ბოლოს ქართველი მწვრთნელის გუნდი 10 კაცის ამარა დარჩა, გოლები კი ამ თამაშში არ გასულა -
0:0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული