გიორგი მაკარიძე: არანაირი დისკომფორტი!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ მინდორს დაუბრუნდა. მისმა "ფეირენშემ" პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მორიგ ტურში 1:0 დაამარცხა "ვარზიმი". მაკარიძემ სრულად ითამაშა.

გუშინ მას პორტუგალიაში დავუკავშირდით.

როგორც წესი, ფეხბურთელები ტრავმის მოშუშებისა და მინდორზე დაბრუნების შემდეგ გარკვეულ დისკომფორტს განიცდიან. ჩანს, მაკარიძის შემთხვევაში ასე არ არის.

"სრულად ვითამაშე და არანაირი დისკომფორტი თუ უხერხულობა არ მიგრძვნია", - გვითხრა მან.

"ვარზიმთან" საშინაო მატჩი ძალიან
მნიშვნელოვანი იყო მაკარიძის გუნდისთვის. მხოლოდ გამარჯვება უტოვებდა "ფეირენშეს" პრიმეირა ლიგაში აღზევების შანსს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. აქცენტი თავიდანვე შედეგზე გავაკეთეთ. რომ არ მოგვეგო, უმაღლეს ლიგაში აღზევების მხოლოდ თეორიულ შანსს ვინარჩუნებდით. გავიმარჯვეთ და ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ...

რაც შეეხება ჩემს თამაშს, კარი "მშრალად" შევინახე და ეს უკვე კარგია. რომ ვთქვა, რაიმე განსაკუთრებული "სეივი" გავაკეთე და გუნდი აშკარა გოლს გადავარჩინე-მეთქი, არ ვიქნები მართალი", - ამბობს მაკარიძე.

თუ "ფეირენშე" ელიტაში ვერ აღზევდა, ქართველი მეკარე, დიდი ალბათობით, სხვა გუნდში გადავა. საქმე ისაა, რომ მაკარიძის სამსახურით პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთბაშად სამი კლუბია დაინტერესებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
karmatebebi makarizes minda usurvo da minda svgnishno rom ramdenad endoba mwcrtneli rom amdenixani gaucda da asevtqvat ertert gadamwyvet tamashshi ando kari da manac mshralad sheinaxa.sul warmatebit gevlos qartvelo kaco
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული