"მორდოვიას" კარში დაბრუნებულ ნუკრი რევიშვილს გიორგი ჯიქიამ გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აპრილს, რუსეთის პრემიერლიგის XXIV ტური სარანსკში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების გუნდები დაუპირისპირდნენ. ნუკრი რევიშვილისა და მამუკა კობახიძის "მორდოვიამ" გიორგი ჯიქიას გუნდს, პერმის "ამკარს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა 1:1.

მასპინძელთა კარს საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი იცავდა, ხოლო სტუმართა ერთადერთი გოლი მას სწორედ გიორგი ჯიქიამ გაუტანა, რომელმაც 32-ე წუთზე ანგარიში გახსნა. "ამკარის" მცველმა ნუკრის ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაუტანა.

სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშის საშუალება არ ჰქონია მამუკა კობახიძეს.

მოპოვებული ქულის წყალობით, "მორდოვიამ" სატურნირო ცხრილის ბოლო
ადგილს თავი დააღწია - 17 ქულა აქვს და ერთი ქულით უსწრებს "ანჟის", რომელსაც თამაში რეზერვში აქვს. "ამკარი" 26 ქულით მე-10 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გიორგი ჯიქია,21წლის ამკარის მარცხენა ფლანგელი.არ იმსახურებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა,ფედერაციისგან ყურადღებას?..იქნებ მაისის ამხანაგურებზე გამოიძახოთ?რას ველოდებით?ბევრი გვყავს 21წლის ბიჭები ამ დონეზე მოთამაშე?გიორგი ჯიქიას ფოტო მაქვს ნანახი,სადაც საქართველოს დროშით მაისური აცვია.ასე რომ ქართველობს და...და იქნებ თურქეთში ,ირანში მოთამაშე ქართველები მოიძიოთ სასწრაფოდ!სასწრაფოდ,თორემ იწყება სექტემბერში კიდევ ერთი შესარჩევი,განვიცდით მაღალი დონის ფეხბურთელთა დეფიციტს!
zaza
11:37 16-04-2016
0
მაგარია! ამ ჯიქიას ალბათ 10 წელიწადში ერთხელ გააქვს და ისიც რევიშვილის კარში!
shoda
12:42 16-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული