კახა ცხადაძემ "ქაირათის" გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში კახა ცხადაძემ "ქაირათის" თავკაცის რანგში პირველი მარცხი იწვნია. მისი გუნდი სტუმრად "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა გუნდის გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

"პირველ რიგში, მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას. მათ ძალიან ბევრი იშრომეს და დამსახურებულად იმარჯვეს. ერთადერთი შეცდომა, რომელიც დავუშვით, მათ გოლად აქციეს, ჩვენ კი, სამწუხაროდ, ჩვენი მომენტების რეალიზება ვერ მოვახდინეთ. სამწუხაროა.

მე, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი, წაგებისთვის გულშემატკივრების წინაშე ბოდიშს ვიხდი. შედეგზე პასუხისმგებელი ყოველთვის მწვრთნელია", - განაცხა
და ცხადაძემ.

6 ტურში ცხადაძის გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბატონო გუჯა, ჩვენც გვინდა კარგი და დინამიური ფეხბურთის ყურება, მაგრამ რახან არ გისმენენ, მიდით ხელბურთის, კალათბურთის, რაგბის მიაწოდეტ თქვენი მეთოდი, მანდაც არ გვაწყენს ახალი და დიდი წარმატება ! იმედია იქ მაინც დაინტერესდებიან
dave
13:51 20-04-2016
0
მურთაზი-ს! ფინანსები არაფერ შუაშია. ცდილობენ დამარწმუნონ თითქოს არ სჯერათ რომ შედეგი მაქვს. ისიც კი შევთავაზე - თუ მე არ დამასაქმებთ იქნებ თქვენი წარმომადგენელი გამოგზავნოთ, რომელსაც უფასოდ ვასწავლი სხვა როგორ ავარჯიშოს და ის დააქამეთთქო. არც ეს უნდათ და გვაიძულებენ "დამდგარ ფეხბურთს" ვუყუროთ.
გუჯა კახაძე
21:18 19-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული