მირჩა ლუჩესკუმ გიორგი არაბიძე პერსონალურად დაარიგა

AutoSharing Option
უკრაინის თასის ნახევარფინალური მატჩის ("ოლექსანდრიასთან") წინ დონეცკის "შახტარმა" ღია ვარჯიში გამართა.

მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა გიორგი არაბიძემ. ღია ვარჯიშის ერთ ეპიზოდში მირჩა ლუჩესკუმ თავისთან იხმო სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი, მათ შორის, არაბიძე. ამ ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსები ნაკლებად აქვთ ხოლმე. ლუჩესკუმ მათ პერსონალური დარიგებები მისცა.

უკრაინული მედიის თქმით, თუ "შახტარი" საჩემპიონო რბოლას სეზონის დასრულებამდე დაამთავრებს, მაშინ ახალგაზრდებს და მათ შორის, არაბიძეს თავის გამოჩენის მეტი შანსი მიეცემათ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული