ლეგიონი გუშინ: ლაშა დვალმა "იაგელონიასთან" საგოლე გადაცემა მიითვალა [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ ევროპაში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

იტალია.
სერია A-ში "ემპოლიმ" საშინაო მატჩი 1:0 მოუგო აუტსაიდერ "ვერონას". მასპინძელთა შორის ლევან მჭედლიძემ 83-ე წუთიდან ითამაშა. აღსანიშნავია, რომ "ემპოლის" შემადგენლობაში მოხვდა რომან ჭანტურიაც, რომელიც გუშინ მოედანზე არ გამოჩენილა და შეხვედრას თვალყური სათადარიგოთა სკამიდან ადევნა.

ბელორუსი.
თასის ნახევარფინალის პირველ რაუნდში ვაკო გვილიას "მინსკი" გასვლაზე "ჟოდინოს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა. გვილიამ 90 წუთი ითამაშა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. გასავარდნ ჯგუფში "შლიონსკმა" შინ 3:1 სძლია "იაგელონიას". მასპინძელთა რიგებში სრულად ითამაშა ლაშა დვალმა და თავის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვიპროსი.
თასის გათამაშების ნახევარფინალიდან გავარდა თემურ ქეცბაიას აპოელ-ი, რომელმაც პენალტების სერიაში წააგო "აპოლონთან". ამ გუნდებს შორის ორივე შეხვედრა 1:1 მორჩა.

ნორვეგია.
ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "სტაბეკი" შინ 0:1 დამარცხდა "სტრიომსგოდსეტთან". მასპინძელთა შორის სასტარტოში იყო ნახევარმცველი გიორგი გოროზია, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინა.
თასის პირველ ნახევარფინალში "დნიპრომ" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა "ზორია" - 1:0. გამარჯვებულთა შორის არ ყოფილა სანდრო კობახიძე, ლუგანსკელთა ძირითადში კი 61 წუთი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
yvelas usurveb gulit warmatebul karieras magram dges am chamotvliltagan roman chanturia da lazha dvzli martla meimedeba
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული