ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძე და გოგიტა გოგუა ყაზახეთის თასის 1/4-ფინალში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ დამოძღვრილი "ქაირათი" ყაზახეთის თასის გათამაშების მეოთხედფინალში გავიდა.

ალმათელებმა მერვედფინალში 4:0 მოუგეს ყარაგანდის "შახტიორს".

ამავე სტადიაზე გავიდა გოგიტა გოგუას "ირტიშიც", რომელმაც ქართველი ლიდერის გარეშე "აკჟაიკს" მინიმალური ანგარიშით, 1:0 სძლია.

* * *
კვიპროსის I დივიზიონში (ჩემპიონობისთვის მებრძოლი ჯგუფი) ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისი" შინ დაუზავდა "აპოლონს" - 1:1. ჩვენებურმა სრულად ითამაშა.

ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გამართულ დავაში კი "ახნასმა" სტუმრად 2:1 მოუგო "დოქსას". გამარჯვებულთა შორის, შოთა გრიგალაშვილი 46-ე წუთზე რევაზ ბარაბაძემ შეცვალა. ელგუჯა გრიგალაშვილს არ უთამაშია.

იქვე,
"პაფოსი" შინ 0:1 დამარცხდა "ერმისთან". წაგებულთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ლევან ხმალაძემ და ყვითელი ბარათიც მიიღო.

* * *
აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ბაქოს "ინტერმა" საკუთარ მოედანზე 0:4 წააგო "ყარაბაღთან".

"ინტერის" ძირითადში იყვნენ გიორგი ლომაია, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ლაშა კასრაძე და ნიკა კვეკვესკირი. "ინტერის" ჩვენებურმა დამრიგებელმა ზაურ სვანაძემ კასრაძე 70-ე წუთზე შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული