bleacherreport.com: იმას, რაც არველაძემ გააკეთა, მწვრთნელების 99% ვერც კი გაიფიქრებდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა bleacherreport.com-მა ბოლო წლებში სპორტის სამყაროში მომხდარი ყველაზე კეთილშობილი 10 საქციელი ჩამოთვალა და ამ ათეულში შოთა არველაძის გადაწყვეტილებაც მოხვდა.

მეტიც, შოთა არველაძის "ფეა პლეიმ" ამ სიაში მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში, როცა შოთა "ქასიმფაშას" წვრთნიდა, გუნდის ჰოლანდიელმა ლეგიონერმა რაიან დონკმა გოლი გაიტანა "კონიას" კარში.

პრობლემა ის იყო, რომ იმ მომენტში მეტოქის ფეხბურთელი ტრავმირებული იწვა მოედანზე და დონკმა თამაში არ გააჩერა.

"არ ვიცით, თავს დამნაშავედ გრძნობდა თუ უბრალოდ, ძალიან კ
არგი ადამიანია, შოთა არველაძემ მოსთხოვა გუნდს, მეტოქისთვის გოლის გატანაში ხელი არ შეეშალათ.

მართალია, ამის გამო გუნდმა წააგო, მალე შოთა არველაძე გადადგა კიდევაც, მაგრამ ეს ისეთი საქციელი იყო, რომელსაც დედამიწის ზურგზე მწვრთნელების 99% ვერც გაიფიქრებდა", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ბრავო! ამას ქართველის გარდა არავინ გააკეთებდა! ვამაყობ...კაცური საქციელით...
მარიამ
16:12 11-07-2016
0
არც ქოცი არც ნაცი, უბრალო-სიმართლის-ქარველების!!!!მოყვარული , არა მარტო ქართველების, ძმაო.
ქრისტიანი
22:10 29-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული