საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გაისად ბუნდესლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ, 29 აპრილს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა "ფრაიბურგმა", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი ასპარეზობს.

32-ე ტურში "ფრაიბურგმა" სტუმრად ანგარიშით 2:1 "პადერბორნი" დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ბუნდესლიგის საგზური გაიფორმა. ჰუფნაგელი სათადარიგოთა შორის იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ "ფრაიბურგს" 69 ქულა დაუგროვდა, მეორე ადგილზე მყოფ "ლეიფციგს" - 64, "ნიურნბერგს" კი, რომელიც მესამე ადგილზეა, 59 ქულა აქვს. "ფრაიბურგი" ბუნდესლიგიდან 2014/15-ის სეზონში გამოვარდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ბიჭი მთელი მეორე წრე ავადმყოფოგდა.იმედია პირველ ბუნდესლიგაშიც,მიეცემა შანსი თავი გამოიჩინოს.
თენგო
18:51 30-04-2016
0
ეს ფრაიბურგი გავარდება, შემოვა, გავარდება და ისევ შემოდის. ერთი წელი მაინც გაძლოს ბუნდესლიგაში.
kaxi
20:09 30-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული