შოთა არველაძემ თურქულ რადიოში ლუის სუარესზე იხუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ თურქულ რადიო Bilyoner-ზე "ბარსელონას" ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესზე ისაუბრა.

არველაძის მსგავსად, კარიერის გარკვეული პერიოდი სუარესმა ამსტერდამის "აიაქსში" გაატარა.

"დღესდღეობით სამი საუკეთესო ფორვარდი ვიცი. ესენია: სერხიო აგუერო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობერტ ლევანდოვსკი.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ლუის სუარესს, როგორც ფორვარდი, ვჯობდი. "აიაქსის" საუკეთესო მეგოლე ვიყავი, მან კი არასამართლიანად გამისწრო", - იხუმრა შოთიმ.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო, ურუგვაელმა კი - 111-ჯერ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთვრალი იყო შოთა ინტერვიუს დროს ? )))
nerse
11:19 06-05-2016
0
როგორ გეტყობათ ,რომ შოთას არ იცნობთ ! ის მაგარი ფეხბურთელი და დიდი იუმორის მქონე პიროცნებაა!
ჯემალ.
00:07 06-05-2016
0

სიახლეები პოპულარული