შოთა არველაძემ თურქულ რადიოში ლუის სუარესზე იხუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ თურქულ რადიო Bilyoner-ზე "ბარსელონას" ურუგვაელ ფორვარდ ლუის სუარესზე ისაუბრა.

არველაძის მსგავსად, კარიერის გარკვეული პერიოდი სუარესმა ამსტერდამის "აიაქსში" გაატარა.

"დღესდღეობით სამი საუკეთესო ფორვარდი ვიცი. ესენია: სერხიო აგუერო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობერტ ლევანდოვსკი.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ისიც, რომ ლუის სუარესს, როგორც ფორვარდი, ვჯობდი. "აიაქსის" საუკეთესო მეგოლე ვიყავი, მან კი არასამართლიანად გამისწრო", - იხუმრა შოთიმ.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ფორვარდმა "აიაქსის" მაისურით მეტოქეთა კარი 72-ჯერ აიღო, ურუგვაელმა კი - 111-ჯერ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რას გადაგვაყოლეთ ამ არველაძეებს, როგორ შეიძლება ყველა მათი გამონათქვამი აქ დაბეჭდოთ.
0
სამ საუკეთესოს შორისაც ვერ მოხვდა სუარესი შოთასთვის?! მე კი ვიტყვი რომ სუარესი დღეს ყველაზე კარგი და შედეგიანი ფორვარდია!
zaza
17:52 05-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული