როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, კვიპროსული "ანორთოსისის" 27 წლის ნახევარმცველის, ირაკლი მაისურაძის გადაბირებით ორი კვიპროსული კლუბი, აპოელ-ი და "აპოლონია" დაინტერესებული.
ორივე ამბიციური გუნდია, განსაკუთრებით, აპოელ-ი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ თემურ ქეცბაია წვრთნიდა და რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს.
მაისურაძეს კვიპროსში შევეხმიანეთ და კომენტარი ვთხოვეთ:
"აპოელ-ი და "აპოლონი"? სიმართლე გითხრათ, ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია. აგენტი არკვევს ყველაფერს და ზუსტად ვერ ვიტყვი ჯერ, რა და როგორ იქნება.
კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ვნახოთ, გავაგრძელებთ თუ არა კონტრაქტს", - გვითხრა მაისურაძემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
14:42 06-05-2016
ირაკლი მაისურაძე: აპოელ-ი და "აპოლონი"? მეც გავიგე...
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული