"ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მატჩი იყო ჩვენთვის, - აღიარა მეკარემ. - მას "წლის მატჩადაც" კი მოვიხსენიებდი. დღეს ძალიან ბევრი რამ წყდებოდა.
ფრეთიც კმაყოფილნი დავრჩებოდით, თუმცა მადლობა ღმერთს, გაგვიმართლა. ბოლო თამაშებია ვცდილობთ, მეტოქეს კარგი დაცვა და კონტრშეტევაზე თამაში შევთავაზოთ, რაც გამოგვდის კიდეც. მაგრამ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ბრძოლა გრძელდება.
"ზენიტმა" "ანჟის" მოუგო და ამან უკეთესი შანსი გაგვიჩინა. სამი ტურის წინ ძალიან ცუდი სიტუაცია გვქონდა, ახლა კი ყველაფერი ჩვენს ხელთაა", - განაცხადა რევიშვილმა.
"მორდოვიას" 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს "უფასთან" იყოფს.