კახა ცხადაძის "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის, კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ალმათის "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა. 10 მაისს გამართულ X ტურის შეხვედრაში "ქაირათი" სტუმრად "ტობოლს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ სტუმრები მატჩის დებიუტში პენალტიდან გაშვებული გოლით აგებდნენ, თუმცა შემდეგ "ქაირათის" კოტდივუარელმა ლეგიონერმა ჟერარ გოუმ დუბლი მიითვალა.

ამ გამარჯვებით კახა ცხადაძის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა და ახლა 14 ქულით მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ალმათელები შინ 15 მაისს, გოგიტა გოგუას გუნდის, "ირტიშის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული