"აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს"

AutoSharing Option
აზერბაიჯანში სტუმრად მყოფმა შოთა არველაძემ, რომელიც იქ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო, ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა. შოთას სიტყვებმა, რომელიც გამოცემა azerisport.com-მა გამოაქვეყნა, აზერბაიჯანის საფეხბურთო წრეებში ზოგიერთის უკმაყოფილება გამოიწვია:

"ჩვენი ფედერაციები კვლავაც მეგობრობენ და ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. იმედია, ერთადაც ვივლით განვითარების გზით. ჩვენ ფინანსური კუთხით ჩამოვრჩებით და ამის გამო ინფრასტრუქტურა ისეთი არ გვაქვს, როგორიც თქვენ, მაგრამ, ნურავინ მიწყენს და, ფეხბურთის თამაში საქართველოში უკეთესად ეხერხებათ, ვიდრე აზერბაიჯანში. ასე იყო ოდითგან და არც დღეს შეცვლილა რამე".

არველაძის ნათქვამს აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის
აღმასკომის წევრი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ყაზბეგ ტუაევი გამოეხმაურა:

"ყველას თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ ასეთ სულელურ სიტყვებზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს.

საქართველოში ფეხბურთის განვითარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე აზერბაიჯანში და რაღაცაში წინ წავიდნენ. მათ ბევრი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავდათ, რომლებსაც ვიცნობდი. როდესაც თავად ვთამაშობდი, ჩვენი ფეხბურთი ერთ დონეზე იყო. როცა აქ ტარდებოდა მატჩი, ჩვენ ვიგებდით, როცა საქართველოში - ისინი.

დღეს კი ამ ორი ქვეყნის ფეხბურთის შედარებაც კი არ შეიძლება. აზერბაიჯანული ფეხბურთი რამდენჯერმე აღემატება ქართულს. ბაქოში ლამის ქართველი ფეხბურთელების ნახევარმა ითამაშა. ჩვენ მათ განვითარებაში ვეხმარებით", - თქვა ტუაევმა, რომელიც ფეხბურთს 1959-72 წლებში თამაშობდა და იყო სსრკ-ის ნაკრების წევრიც.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ეს ქართული ბაქიაობა და 35 წლის წინ თასების მფლობელთა თასის მოგება წინ ვერ წაგვიყვანს... დღეს სადა ვართ და ვინ გვყავს ფეხბურთელები, იმით ვიმსჯელოთ, თუ დინამო თბილისი რომ გაბალამ გამოგვიგდო შარშან, დაგვავიწყდა?... არველაძეს კიდევ სტუმრად მყოფს, ესეთი არამეგობრული განცხადება არ უნდა გაეკეთებინა, რას ელოდით აბა, დაეთანხმებოდნენ, კი ნამდვილად მასეაო?! მოკლედ, ბაქიაობას და წარსულით ტკბობას შევეშვათ და საქმით და ამჟამინდელი მიღწევებით დავუმტკიცოთ ჩვენი უპირატესობა (თან პრეტენზია უნდა გვქონდეს რომ აზერბაიჯანს კი არა ბევრად უფრო ძლიერი საფეხბურთო ტრადიციების მქონე ქვეყნებს ვუწევდეთ კონკურენციას).
დათო
24 მაისი 2016 08:53
0
ეს სოკარი ნახე რა!!! აზერებს ჩვენთან აქვთ დიდი გული, როდის იყო ესენი ფეხბურთს თამაშობდნენ სსრკ-ს ჩემპიონატში თუ არ ვცდები ერთხელ აქვთ აღებული მე-3 ადგილი, მაჩანჩალა და არაფრით გამორჩეული გუნდი ყავდათ...
musenbazi
24 მაისი 2016 00:35
0
აზერბაიჯანული ფეხბურთის (ნევთჩი ბაქო)ერთადერთი მიღწევა საბჭოთა პერიოდში იყო ერთხელ მესამე ადგილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში. თბილისის დინამო 20-ჯერ იყო სამეულში (ორჯერ ჩემპიონი, ერთხელაც ჩამოართვეს ტიტული), 8-ჯერ იყო თასის ფინალში (ორჯერ მოიგო), მოიგო თასების თასი და კიდევ ერთხელ იყო ნახევარფინალში. დამარცხებული ყავს არაერთი სახელგანთქმული ევროპული გუნდი (აღარ ჩამოვთვლი). ერთადერთი მეტნაკლებად ცნობილი მოთამაშე ყავდათ ბანიშევსკი, ხოლო ცნობილი ქართველი მოთამაშეების ჩამოთვლა რომ დავიწყო ძალიან შორს წავალ. ცა და დედამიწა!!!
sandro
23 მაისი 2016 23:22
0
წარსულზე რაც თქვა ტყუილია, ადრე 10 თავით ჯობდა ქართული ფეხბურთი აზერულს. დღეს ქართული ფეხბურთი უბრალოდ არ არსებობს
Sz
23 მაისი 2016 22:47
0
ყაზბეგ ბატონო, რომ იძახი თბილისში ისინი გვიგებდნენ და ბაქოში ჩვენო. არ გრცხვენია??? ასე რომ იყოს სტატისტიკა საყაიმო უნდა იყოს, მაგრამ ასე რომ არ არის!!! ჩაიხედე და ნახავთ, რომ ძალიან ჩამოგვრჩებით!!! თანაც, არც მესხი გყოლიათ, არც მეტრეველი,ყიფიანი ჩივაძე ხურციავა და რომელი ერთი ჩამოვთვალო???
გიორგი
23 მაისი 2016 21:40
0
ამ სტატისტიკით, ორივე თამაში რომ მოეგო ყოველწლიურად სსრკ ჩემპიონატში "ნეფთჩის" "დინამოსთვის" რამდენიმე წელი (7 -?)დასჭირდებოდა ? ))))))
დავით -ს
23 მაისი 2016 20:03
0
იმდენი ბრაზილიელი ტამაშობს ევროპის და არა მარტო გუნდებში - და ესენი ყველა, ბრაზილიაზე უკეთეს ფეხბურთს თამაშობს?! P.S. არ ვუყვარვართ (ვეზიზღებით?) "ყაზბეგებს"! ...
"მაგარი" ლოგიკაა! ))))))))))
23 მაისი 2016 19:59
0
ოპაააა :D :D :D ისინი ეხმარებიან თუ ჩვენი ბიჭები ეხმარებიან მაგათი საფეხბურთო დონის აწევაში, სადაც მანდ ქართველი თამაშობს ყველა ლიდერია :D აზერების ჩემპიონატის დონეს ფულით ჩამოყვანილი ლეგიონერები წევენ თორე ადგილობრივი ფეხბურთი ნოლი აქვთ, ტრანსფერმარკეტზე გადახედეთ აზერბაიჯანის ნაკრებს ჯერ ვინ სად თამაშობს და ვინ რამდენად არის შეფასებული :D
Akaki
23 მაისი 2016 18:57
0
... ფულით მაგრები ხართ მაგრამ ნაკრები არფრად არ გივარგიათ და ფეხბურთელები ხომ საერთოდ
beqa
23 მაისი 2016 18:46
0
10 გუნდიანი რომ დაეტოებიათ, ახლა მაინც უფულოებიც მაგათზე წინ ვიქნებოდით. 2-ჯერ ორ ორი გუნდი დაამატეს ცხინვალი არ გავარდესო. "ლიჩნად" პირველმა უბრძანა. ასე გახდა 14. ხოლო მერე დომენტიამ, მურთაზამ და მერანის პრეზიდენტმა კიდევ ორი დაამატეს.
თუ ჩემი არ გჯერათ, ნახეთ შედეგები 10 გუნდაზე, 12 გუნდაზე (ინერციით) და შეადარეთ 14 და 16 გუნდიანის შედეგებს ევროპაზე.
nacionale
23 მაისი 2016 18:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული